უსაფრთხოების ნორმები

 

ჩვენი პროდუქტები გათვლილია ჩვენი მომხმარებლებისთვის ინფიცირების რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ არც ერთ დამცავს საშუალებას არ შეუძლია ინფიცირების პრევენცია, თუ თქვენს მიერ არ იქნება დაცული საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ნორმები. განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ ნორმებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: https://stopcov.ge/

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.
  • ხელები დაიბანეთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
  • ხილული ჭუჭყის შემთხვევაში დაიბანეთ ხელები საპნითა და ონკანის წყლით.
  • თუ ხელები ხილულად ჭუჭყიანი არ გაქვთ, დაიმუშავეთ ალკოჰოლიანი გელით, ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
  • მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირად შეხებას.
  • დაიბანეთ ხელები:
      • დახველების და დაცემინების შემდეგ.
      • ავადმყოფის მოვლის დროს
      • საჭმლის გაკეთების წინ, პროცესში და შემდეგ.
      • საკვების მიღების წინ.
      • საპირფარეშოთი სარგებლობამდე და სარგებლობის შემდეგ.
      • როცა ხელები ხილულად ჭუჭყიანი გაქვთ.
      • ცხოველებთან ან მათ ფეკალიებთან შეხების შემდეგ.
    • დაიცავით სურსათის უვნებლობის ზომები: დაიბანეთ ხელები უმ ხორცსა თუ მზა საჭმელებთან შეხების წინ.
    • დაიცავით სხვები დაავადებისგან:
      • ხველისა და ცემინების დროს სახეზე აიფარეთ მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ხელსახოცი.
      • გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ მოათავსეთ ხელსახოცი თავსახურიან სანაგვე ყუთში.
      • ხველისა და ცემინების შემდეგ და ავადმყოფის მოვლის დროს დაიმუშავეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი გელით ან საპნითა და წყლით.

    ზემოხსენებულ სამთავრობო საიტზე არის ასევე მითითებული თვითიზოლაციის წესები, და განსაკუთრებული მითითებები რისკ ჯგუფებისთვის, რომლებსაც განეკუთვნებიან 60 წელს გადაცილებული, და ამავე დროს გულსისხლძარღვთა დაავადებების, რესპირატორული დაავადებების ან დიაბეტისა მქონე მოსახლეობა.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალ ადგილებისგან თავის არიდება.

    თქვენი, და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის, გთხოვთ, დაიცვათ ზემოხსენებული წესები.

    ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს!