ხშირად დასმული კითხვები

  • რა პროდუქცია შეიძლება შევიძინო Mobia-ზე?

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ დამცავი საშუალებები, მათ შორის სახის დამცავი ნიღაბი და ლაბორატორიულად დატესტილი, მრავალჯერადი და რეცხვადი პირბადე. ასევე ვმუშაობთ სადეზინფექციო გელის შემოთავაზებაზე.
  • როგორ შევიძინო თქვენი პროდუქტი?

ამისთვის უნდა ეწვიოთ ჩვენს საიტს, შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი, და შეიძინოთ იგი ბარათით, ან ონლაინ საბანკო გადმორიცხვით. ზუსტი ინსტრუქცია მითითებულია უშუალოდ პროდუქტების გვერდზე.
  • მინიმუმ/მაქსიმუმ რამდენი პროდუქტის შეძენა არის შესაძლებელი?

სახის დამცავი ნიღბები და მრავალჯერადი პირბადეები იყიდება 5 ცალიან შეკვრაში, ამაზე ნაკლები ოდენობის მიწოდება ვერ მოხერხდება. 100 ცალზე მეტი ოდენობის შეკვეთისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ საიტზე მითითებულ საკონტაქტო მეილზე რომ შეფერხებას არ ჰქონდეს ადგილი.
  • სად და როდის ხდება პროდუქციის მოწოდება?

პროდუქცია მოგეწოდებათ უფასოდ მთელ საქართველოში. თბილისში საშუალოდ 1-2 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში კი 2-3 სამუშაო დღის მანძილზე. თუ რა თქმა უნდა, სამთავრობო რეგულაცია გადაადგილების თავისუფლებაში რაიმე დამატებით კორექტირებებს არ შეიტანს.
  • როგორ გვიცავს და რა ხარისხის პროდუქტს გვთავაზობთ?

Mobia-ს მიერ შემოთავაზებული სახის დამცავი ნიღაბი დამზადებულა შესაბაამისი ლამინატის მასალისგან და აკმაყოფილებს ჰაერის გაუმტარობის სტანდარტებს. მრავალჯერადი, რეცხვადი პირბადე კი დაცვის ხარისხზე ტესტირებულია ლაბორატორიულად და გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მიუხედავად დამცავი საშუალებებისა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია ინფიცირების თავიდან ასარიდებლად.
  • შესაძლებელია ჩემს მიერ ნაყიდი პროდუქცია განსხვავდებოდეს მოწოდებულისგან?

ხარისხისა და კომფორტის კუთხით - არავითარ შემთხვევაში, ყველა ჩვენი პროდუქტი აკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. თუმცა შეიძლება იყოს სხვაობა ფერში, რადგან დამცავი საშუალებების დეფიციტიდან გამომდინარე შეიძლება დიზაინის მცირეოდენ შეცვლა გახდეს საჭირო.