Mobia.ge ინტერნეტ მაღაზიაა, რომლის ამოცანაც მომხმარებლისთვის მობილური ტელეფონების ონლაინ ყიდვის საუკეთესო ადგილის შექმნაა, ჰოლოგრამით დაცული განსაკუთრებული ხარისხით, ყველასგან გამორჩეული, სრული მახასიათებლებით და ვიდეო მიმოხილვებით, მაქსიმალურად მოქნილ მიტანის სერვისთან ერთად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვსურს, რომ მობილურის ინტერნეტში ყიდვა აღარ იყოს დაკავშირებული ერთგვარ რისკთან, გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობასთან და ბევრ სხვა უხერხულობასთან.

პირიქით, მობია არაფრით განსხვავდება სტანდარტული მაღაზიებისგან, თუ არ ჩავთვლით ჩვენს უპირატესობებს:

თუ იქ ტელეფონს ხელით ეხებით, აქ სრული, პროფესიონალური ვიდეო მიმოხილვების ნახვა შეგიძლიათ;

თუ ძირითად შემთხვევებში კონსულტანტი მხოლოდ რამდენიმე სტანდარტულ მახასიათებელს გაცნობთ, ჩვენთან სრული მონაცემების ნახვა შეგიძლიათ, უწვრილესი დეტალების ჩათვლით;

თუ ტელეფონების დეტალური შედარება გსურთ, ან სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარება, ჩვენთან ეს ყველაზე მარტივად შეგიძლიათ, სპეციალური ფუნქციების, მათ შორის ბლოგების, კომენტარების, სოციალურ გვერდებზე დატოვებული კომენტარების და სხვა ნებისმიერი სახით, რასაც ისევ მოკლებულნი ბრძანდებით, როცა ტელეფონს სხვაგან, არა ონლაინ ყიდულობთ;

სპეციალური ჰოლოგრამები საშუალებას გვაძლევს დავიცვათ მსოფლიო სტანდარტი და თავიდან აგარიდოთ ტელეფონის ხარისხთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუგებრობა;

თუ სტანდარტულ მაღაზიებში რიგში დგომა, მისვლა, არჩევა და ყიდვა გიწევთ, ჩვენთან ყველაფერი ონლაინ ხდება, მათ შორის სახლში მოტანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში და რაც მთავარია უფასოდ;

თუ შეძენილ მობილურ ტელეფონს რაიმე ხარვეზი შეექმნა, მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ჩვენი კურიერი გეწვევათ საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში, წამოიღებს მას და დაგიბრუნებთ საგარანტიო სერვისიდან სრულიად უფასოდ, დაგვეთანხმებით, რომ ეს ძალიან დიდი კომფორტია, რომელსაც მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ და გაძლევთ საშუალებას დროის ნულოვანი დანაკარგით მაქსიმალურად მოსახერხებელ სერვისი მიიღოთ.

იგივე მიდგომა გვაქვს, ფასებთან, საჩუქრებთან და მომსახურების კომფორტულობასთან დაკავშირებითაც :)

როგორ ვახერხებთ ამ ყველაფერს?

მობია იმ ადამიანებმა შექმნეს, რომელთაც ინტერნეტ გაყიდვების რამდენიმე წლიანი გამოცდილება და მობილური ტელეფონების მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ.

ეს საშუალებას გვაძლევს ზუსტად თქვენზე მორგებული შეთავაზებებით გაგანებივროთ, მათ შორის ფასით, საუკეთესო ხარისხით, საგანვადებო, საგარანტიო პირობების ჩათვლითა და ყველა სხვა ფაქტორით, რომელიც შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს.