Mobia.ge მომხმარებელს სპეციალურ ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობს, რომელიც რამდენიმე ფაქტორის გამო, სრულიად გამორჩეულია ქართულ ინტერნეტ სივრცეში:

  • მიწოდების ვადები - შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს თბილისისა და რუსთავის, ხოლო მესამე სამუშაო დღეს დანარჩენი საქართველოს მასშტაბით;
  • უფასო საკურიერო სერვისი - მიწოდება უფასოა მიუხედავად იმისა, სად იმყოფებით, დროის რომელ მონაკვეთში გსურთ ტელეფონის მიღება, რა თანხის შეკვეთა გაქვთ გაკეთებული და ა.შ.
  • მისამართის დაზუსტება და სურვილის შემთხვევაში მისი შეცვლა - მიტანის მისამართი მოწმდება სამჯერ. პირველად, შეკვეთის დაფიქსირების დროს (ბარათით ან განვადებით ყიდვისას), მეორედ - ტელეფონების გამოგზავნის მომენტში, ხოლო მესამედ, მის მოტანამდე 1 საათით ადრე კურიერი დამატებით გიკავშირდებათ და გითანხმებთ სასურველ დროსა და ადგილს.

სწრაფი და მოქნილი საკურიერო სერვისი ჩვენი მაღაზიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ და მუდმივად ვმუშაობთ მის დახვეწაზე. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ იმავე დღის მიტანისა და უშუალოდ კურიერთან ანგარიშსწორების შესაძლებლობებსაც.