ქვემოთ მოცემულია ხშირად დასმული კითხვები (FAQ) რომლებიც უჩნდებათ ჩვენს მომხმარებლებს პროდუქციის შეძენამდე ან მის შემდეგ, ნებისმიერი სხვა კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე  hello (at) mobia.ge ან ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე
გადახდა შეგიძლიათ საბარათე ანგარიშსწორებით (Visa, Mastercard და Amex ბარათებით), ჩვენს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვით ან თიბისი, კრედო და საქართველოს ბანკების ონლაინ განვადების მეშვეობით
ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი ყველა მობილური ტელეფონი დაცულია სპეციალური ჰოლოგრამით, რაც ხარისხის გარანტიაა. დამატებით, ნებისმიერი იდენტიფიკატორის, მათ შორის IMEI და SERIAL კოდების გადამოწმება მწარმოებლების ოფიციალურ ვებსაიტებზეც შეგიძლიათ. ჩვენ უარს ვამბობთ ფალსიფიცირებულ პროდუქციაზე!
Mobia-ზე შეძენილი ნებისმიერი პროდუქტის ადგილზე მიტანა სრულიად უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით. მიტანა ხორციელდება მეორე ან მესამე სამუშაო დღეს, რაც დამოკიდებულია მისამართზე, კერძოდ, თბილისისა და რუსთავის შემთხვევაში შეკვეთიდან მეორე, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - მესამე სამუშაო დღეს.
Mobia.ge-ზე შეძენილ ყველა მობილურ ტელეფონზე მოქმედებს 1 წლიანი გარანტია. ყიდვიდან 1 კვირის მანძილზე ნებისმიერი ქარხნული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტელეფონი სრულად იცვლება, ხოლო შემდგომი 1 წლის მანძილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ საგარანტიო სერვისით, ყველა შემთხვევაში, გარდა მექანიკური დაზიანებისა. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კურიერი გეწვევათ, წამოიღებს დაზიანებულ ტელეფონს და გეცნობებათ საგარანტიო მომსახურების ვადების შესახებ (როგორც წესი 3-4 დღე), რის შემდეგაც, დაგიბრუნდებათ უკან, ისევ კურიერის მეშვეობით, უფასოდ. მომსახურების მისაღებად, საგარანტიო ტალონის შენახვა და წარდგენა აუცილებელია.
ონლაინ განვადება ძალიან პოპულარული საბანკო პროდუქტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს საშუალება აქვს განვადების განაცხადი სახლიდან გაუსვლელად გაგზავნოს ბანკში, მიიღოს დამტკიცების შეტყობინება SMS-ით და მხოლოდ დამტკიცებულ განაცხადზე ხელმოსაწერად, ანუ ყველანაირი რიგისა და ლოდინის გარეშე ეწვიოს უახლოეს ბანკის ფილიალს. Mobia საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თიბისი, საქართველოს და კრედო ბანკებიდან თქვენთვის სასურველი და მიიღოთ ბაზარზე გამორჩეული საგანვადებო პირობები, მაქსიმალურად დაბალი ჯამური გაძვირებით, 3-დან 24 თვემდე ვადით, სურვილისამებრ.
ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ, რათა დამატებით მიიღოთ ინფორმაცია, როდის იგეგმება ამ კონკრეტული ვარიანტის მარაგში შემოსვლა. როგორც წესი მარაგები 3-4 დღეში ერთხელ ახლდება და დიდი შანსია, ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ სასურველი მოდელი გაყიდვაში ისევ აღმოჩნდეს. ზოგადად, ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ყველაზე პოპულარული ბრენდები და მოდელები მარაგიდან არ ამოიწუროს. როგორც წესი, თუ რომელიმე ტელეფონი ან მისი ვარიანტი, მარაგში არ გახლავთ, საიტზე აღნიშნულია ამის შესახებ, მომხმარებლისთვის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით.
ყველა მობილური ტელეფონი, რომელიც მობიაზე იყიდება, არის სრულიად ახალი, ქარხნულ შეფუთვაში და შესაბამისად, აღჭურვილია ყველა იმ აქსესუარით (მაგალითად დამტენით, ყურსასმენით და ა.შ.), რომელიც სტანდარტულად მოყვება მწარმოებლის მიერ მთელ მსოფლიოში.
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის (0322 053105), Facebook გვერდის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამ ორი უკანასკნელის მისამართები მოცემულია საიტზეც და ამ გვერდზეც, რომელზეც იმყოფებით. გარდა ამისა, შეგიძლიათ გვეწვიოთ ოფისში, თბილისში, პეკინის 21-ში. ჩვენი სამუშაო საათებია 10:00-19:00, ყოველდღე, კვირის გარდა.